პროექტებით სწავლებას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. კერძოდ: კვლევა-ძიების უნარებს აქტიურად. ასევე კომუნიკაციისა და ი ს ტ-ის უნარებს. ეს მოდული დამეხმარა,21-ე საუკუნის, მაღალი სააზროვნო უნარჩვევების ჩამოყალიბებაში.
Saturday, April 2, 2016
Sunday, March 27, 2016
მერვე დღის რეფლექსია
განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომები.გავეცანით ფასილიტაციის მეთოდებსა და ნიმუშებს. გავაკეთე ადაპტირება ჩემს საკუთარ პროექტში,შევინახე პორტფოლიოში. გეგმაში შევიტანე ცვლილებები .
Saturday, March 26, 2016
მეშვიდე დღის რეფლექსია
შევქმენი,ჩეკლისტი,რომელიც გვეხმარება მოსწავლეების დავალებების სტრუქტუირებაში. ასევე შევქმენი სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა,რომელიც რუბრიკის გამოყენებით დაეხმარება მოსწავლეებს ჯგუფის მიერ შემუშავებული სამუშაოს პროცესის შეფასებაში.რუბრიკის გამოყენებით,მივეცი განმავითარებელი შეფასება ჩემს კოლეგას.
Sunday, March 20, 2016
მეექვსე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა,დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ქონდეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს,მისი შეფასების ინსტრუმენტს სწავლის პროცესზე კერძოდ:მოსწავლეების უნარების გათვალისწინებით შევქმენი ელექტრო სავარჯიშო,რომელიც მოსწ. დააფიქრებს საკვანძო საკითხებზე. ასევე შევქმენი მოსწ.სავარაუდო ჩეკლისტი,რომელიც დაეხმარება იმაში,რომ თანამიმდევრულად ააწყოს ელექტრონული სავარჯიშო.
Sunday, March 13, 2016
მეოთხე დღის რეფლექსია
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვების შეფასებების ცხრილი. ასევე შევისწავლე შეფასებების 5 სტრატეგია- მეთოდები თავისი ინსტრუმენტებით. შევქმენი ვ.მ.ვ ცხრილი, ამით დავადგენ ჩემი მოსწავლეების საბაზო ცოდნას. შევქმენი სლაიდები პროექტისათვის....
Saturday, March 12, 2016
მესამე დღე
ეს მოდული დამეხმარა,ზუსტად შემერჩია საგნები,რომელსაც ჩემ პროექტში გამოვიყენებ. შევარჩიე მიზნებზე ორიენტირებული კითხვები და დავწერე. ასევე შევადგინე საკვანძო კითხვები რაზეც დავგეგმავ და გავაკეთებინებ მოსწავლეებს აქტივობებს.
Sunday, March 6, 2016
მეორე დღის რეფლექსია
ამ მოდულმა დამაფიქრა,ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.ასევე როგორ იგეგმება პროექტი თავისი ყველა დეტალით და თან როგორ ხორციელდება. ამ პროექტს აქვს ბევრი დადებითი მხარე,რადგან მოსწავლეები მეტად ჩართული,თავისუფალნი და მოტივირებული არიან... შევქმენი პუბლიკაცია მოსწავლეთათვის,მშობელთათვის და სხვა დაინტერესებულთა პირთა და განვათავსე ბლოგზე.
Subscribe to:
Posts (Atom)