Saturday, April 2, 2016

მეცხრე დღის რეფლექსია

პროექტებით სწავლებას გამოვიყენებ ჩემს პრაქტიკაში. კერძოდ: კვლევა-ძიების უნარებს აქტიურად. ასევე  კომუნიკაციისა  და ი ს ტ-ის  უნარებს.  ეს მოდული დამეხმარა,21-ე  საუკუნის, მაღალი სააზროვნო    უნარჩვევების   ჩამოყალიბებაში.


მეცხრე დღე

ჩემი პროეტის პორტფოლიო - "ქართული ხალხური საკრავები"

Sunday, March 27, 2016

მერვე დღის რეფლექსია

განვიხილეთ დიფერენცირებული სწავლების მიდგომები.გავეცანით  ფასილიტაციის მეთოდებსა და ნიმუშებს.  გავაკეთე ადაპტირება ჩემს საკუთარ პროექტში,შევინახე პორტფოლიოში. გეგმაში შევიტანე ცვლილებები .

Saturday, March 26, 2016

მეშვიდე დღის რეფლექსია

შევქმენი,ჩეკლისტი,რომელიც გვეხმარება  მოსწავლეების დავალებების  სტრუქტუირებაში. ასევე შევქმენი სავარაუდო ნაშრომის შეფასების რუბრიკა,რომელიც რუბრიკის გამოყენებით დაეხმარება მოსწავლეებს ჯგუფის მიერ შემუშავებული სამუშაოს პროცესის შეფასებაში.რუბრიკის გამოყენებით,მივეცი განმავითარებელი  შეფასება ჩემს კოლეგას.

Sunday, March 20, 2016

მეექვსე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა,დავფიქრებულიყავი,რა გავლენა შეიძლება ქონდეს მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს,მისი შეფასების ინსტრუმენტს სწავლის პროცესზე კერძოდ:მოსწავლეების უნარების გათვალისწინებით  შევქმენი ელექტრო სავარჯიშო,რომელიც  მოსწ.  დააფიქრებს საკვანძო საკითხებზე. ასევე შევქმენი მოსწ.სავარაუდო  ჩეკლისტი,რომელიც დაეხმარება იმაში,რომ თანამიმდევრულად ააწყოს  ელექტრონული სავარჯიშო.

Sunday, March 13, 2016

მეოთხე დღის რეფლექსია

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულებების მიმცემი საკვანძო კითხვების შეფასებების ცხრილი. ასევე შევისწავლე შეფასებების  5 სტრატეგია- მეთოდები თავისი ინსტრუმენტებით.  შევქმენი  ვ.მ.ვ ცხრილი, ამით დავადგენ ჩემი მოსწავლეების  საბაზო  ცოდნას.  შევქმენი სლაიდები პროექტისათვის....

Saturday, March 12, 2016

მესამე დღე

ეს მოდული დამეხმარა,ზუსტად შემერჩია საგნები,რომელსაც ჩემ პროექტში გამოვიყენებ. შევარჩიე მიზნებზე  ორიენტირებული კითხვები და დავწერე.  ასევე შევადგინე საკვანძო კითხვები რაზეც დავგეგმავ და გავაკეთებინებ  მოსწავლეებს  აქტივობებს.